სამეგრელო ზემო–სვანეთი და მისი ღირსშესანიშნაობები


დადიანების სასახლე
ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.
        მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
        ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულარქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე–პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
        დადიანების სასახლეთა ისტორიულარქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
        დედოფლისეული სასახლე XIX ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. ნიკოსეული სასახლე XIX -ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზია.
        მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავსაგანძურისა და სამეგრელოს ეკლესიამონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
        მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

სვანური კოშკი
სვანური კოშკი– სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად ექვსი სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მეტრამდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0.7 - 0.8 მეტრამდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც. კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული, ან ცალკე დგას.
        სვანური კოშკები UNESCO- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაჯილდოებულია international Award Architecture Stone-ზე პრემიით "ხალხური არქიტექტურა".

No comments:

Post a Comment