საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – კავკასიონის მთებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მდინარეების წარმტაც ტყიან ხეობებში ამაყად დგანან უძველესი ძეგლები – ქართული ერის ისტორიის ქვის მატიანე. ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე 5000–ზე მეტი სხვადასხვა ძეგლია: ციხე–სიმაგრეები, ტაძრები, სასახლეებისა და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები, რომლებიც მოგვითხრობენ ერის ისტორიას.ქართულმა ხუროთმოძღვრებამ მრავალი შესანიშნავი ნაწარმოებით გაამდიდრა მსოფლიო ხელოვნების საგანძური.
ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია. ჩემი მიზანია, საზოგადოებას უკეთ გავაცნო საქართველოს ღირსშესანიშნაობანი და უფრო დაწვრილებით გადმოგცეთ მათი შექმნის ისტორია.
No comments:
Post a Comment