ბაგრატის ტაძარი
ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის_ ბაგრატ III–ის სახელის მატარებელი ტაძრის ნანგრევები.
ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სატაძრო არქიტექტურაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
ტაძარი ფლობდა ოქრო–ვერცხლისა და ძვირფასი თვლებით შემკულ დიდძალ ქონება–ინვენტარს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძარში დაცული იყო ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდე – მაცხოვრის სამსჭვალი, რომელიც 1686 წელს მეფე არჩილს წაუბრძანებია რუსეთში, თუმცა მას ბევრს ევედრებოდნენ , ეს სიწმინდე არ გაეტანა, ამ თხოვნის საფუძველზე, მან იმერეთში დატოვა სამსჭვალის მცირე ნაწილი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ოქროს ძვირფას ხატში ჩაამაგრეს. ეს ხატი 1980 წელს ქუთაისში ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრიდან დაიკარგა.
ნაგრატის ტაძარი ხუთასი წლის მანძილზე იდგა დაუზიანებლად, მაგრამ 1510 წელს ოსმალთა ჯარი, სელიმის მეთაურობით მოულოდნელად თავს დაესხა ქუთაისს, ციხის აღების შემდეგ თურქებმა ცეცხლს მისცეს ქუთაისის სიონი და სწორედ მაშინ განადგურდა ტაძრის მხატვრობა. 1692 წელს კი თურქებმა ააფეთქეს ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისაგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა.ხოლო მათი აღდგენა დღმდე ვერ მოხერხდა.1994 წლიდან ბაგრატის ტაძრი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია. 2003 წლის 21–27 სექტემბერს აღინიშნა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილე.
სათაფლიის კარსტული მღვიმეები
საქართველო მდიდარია ბუნებრივი ძეგლებით, მათ შორის კარსტული მღვიიმეებითაც. სათაფლია 9 კმ-ის დაშორებით ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც 354 ჰა-ზე არის კოლხეთის ტყის ნაკრძალი. აქვეა კარსტული მღვიმეები და დინოზავრის უამრავი ნაკვალევი, რომელიც ზღვის დონიდან 300მ-ზე მდებარეობს.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთადერთია იმ 5 გამოქვაბულიდან, რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
This comment has been removed by the author.
ReplyDelete